gogosha

ჩვენ შესახებ

ბრენდი GOGOSHA დაარსდა 2019 წელს და ამ ეტაპზე მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთ და ადგილობრივი წარმოების ჩანთებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხი, ასევე  სწრაფი და ხარისხიანი კომუნიკაცია მომხმარებელთან და იმ ენერგიის მიწოდება, რომლითაც მზადდება პროდუქცია. ყველა ჩანთა ინდივიდუალურად იკერება მომხმარებლისთვის ძალიან დიდი სიყვარულით.

კოლექციები იქმნება ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ ფერადი და დახვეწილი აქსესუარის მორგება. ყველამ ვიცით, რომ ჩანთას მთლიანი ლუქის გამოცოცხლება შეუძლია. კოლექციაში შეგხვდებათ ფერების დიდი არჩევანი, ამით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გაგიადვილოთ თქვენი ფერის პოვნა და ლუქის შევსება სასურველი ფერის ჩანთით.