gogosha

წესები და პირობები

1. მოგესალმებით.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება GOGOSHA-ს ონლაინ მაღაზიაში!

აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები არეგულირებს თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებას, რომელსაც ოპერირებს კომპანია  GOGOSHA. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენი სერვისის გამოყენებას და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდების გამოყენების შედეგად. ჩვენსა და თქვენ შორის შეთანხმება მოიცავს აღნიშნულ წესებს, პირობებს და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

2. ნივთის შეძენა.

თუ გსურთ შეიძინოთ ჩვენი პროდუქტი, ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს გაგვიზიაროთ თქვენი შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის, და არა მარტო, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და შეკვეთის მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია. თქვენ გარანტიას იძლევით, რომ: თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი ნებისმიერი შეძენასთან დაკავშირებით და რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი. გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ გადავცეთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ, ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა  გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის, მაგრამ არა მარტო: პროდუქტის, ან მომსახურების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში, ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომება მომხმარებლის მხრიდან შეკვეთის დარეგისტრირებისას და სხვა. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ, ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა თაღლითობის, ან უნებართვო/უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

3. შეკვეთის გაუქმება /თანხის დაბრუნება/ანაზღაურება/დაბრუნება/გადაცვლა

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია იმავე დღის 00:00 საათამდე. თანხის დაბრუნება/ანაზღაურება ხდება შეკვეთის გაფორმების თარიღიდან 3 სამუშაო დღეში.  შეძენილი პროდუქტის დაბრუნება არ ხდება, შეგიძლიათ სხვა იგივე ფასის ან უფრო მაღფასიან მოდელში გადაცვლა. 

4. ანალიტიკა

ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

5. ანგარიშები

როდესაც თქვენ ქმნით პროფილს ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია ნებისმიერი დროისთვის. არასწორმა, არასრულმა, ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ თქვენს სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებულ ყველა აქტივობასა და ქმედებაზე. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ პროფილის გაუქმენა და სხვა შემაფერხებელი შედეგები, დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების დარღვევის, ან თქვენი ანგარიშის უნებართვოდ გამოყენების შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ მომსახურებაზე, ამოვიღოთ, ან შევცვალოთ შინაარსი, ან შევაჩეროთ შეკვეთები ჩვენი შეხედულებისამებრ.

6. მარეგულირებელი კანონი

წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე. ჩვენ მიერ ამ პირობების რაიმე უფლების ან დებულებების შეუსრულებლობა, არ განიხილება ამ უფლებების უგულებელყოფად. თუ ამ პირობების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ბათილად, ან კანონიერი ძალის არმქონედ ჩაითვლება, ამ პირობების დარჩენილი დებულებები რჩება მოქმედად.

7. ცვლილებები სერვისში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთ ნაწილზე, ან მთლიან სერვისზე, მომხმარებლებზე, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებზე.

8. დასტური/თანხმობა

ჩვენ მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.